ირანი არასდროს დაიჩოქებს ამერიკის წინაშე – ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი

კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზას, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.

ასევე ხანძარი გაჩნდა დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შედეგად.

ირანის შეიარაღებული ძალების პრესპიკერი ამბობს, რომ დარტყმებს გააგრძელებს და რომ “ირანი არასდროს დაიჩოქებს ამერიკის წინაშე”.

 ირანი არასდროს დაიჩოქებს ამერიკის წინაშე. მტრები ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ირანის დამარცხება რევოლუციისა და ისლამური რესპუბლიკის ლიდერის მოკვლით შეუძლიათ. მათი მშიშარა მკვლელობისკენ მიმართვა არასდროს ყოფილა ძალის ნიშანი, არამედ უმწეობისა და სისუსტის აღიარებაა.  მათ ეს მშიშარა საქციელი ჩაიდინეს მას შემდეგ, რაც ვერ შეძლეს ირანის სიდიადის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ლიდერისა და წინამძღოლის დროშის ქვეშ. ჩვენი ლიდერის მიზანში ამოღება არ ნიშნავს მთელი ერის იდეოლოგიისა და მისი ბრძნული ლიდერობიდან გამომდინარე პრინციპების მიზანში ამოღებას. დარწმუნებით იცოდეთ, რომ ირანი შეიძლება დაიჭრას, მაგრამ ის არ დაიჩოქებს და არასდროს დაიჩოქებს”, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების პრესპიკერმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)