ირანის უზენაესი ლიდერი თვლის, რომ -თან თანამშრომლობა შეუძლებელია, სანამ ის მხარს უჭერს ისრაელს

ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა შეუძლებელია, სანამ ვაშინგტონი აგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას, სამხედრო ბაზების შენარჩუნებას და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის საქმეებში ჩარევას, განაცხადა ორშაბათს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ. ხამენეის კომენტარები მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანზე ზეწოლის გაზრდას.

„ამერიკელები ზოგჯერ ამბობენ, რომ სურთ ირანთან თანამშრომლობა. ირანთან თანამშრომლობა შეუძლებელია, სანამ აგრძელებს წყეული სიონისტური რეჟიმის მხარდაჭერას, სამხედრო ბაზების შენარჩუნებას და რეგიონში ჩარევას“, – მოჰყავს Reuters-ის სააგენტოს ირანის სახელმწიფო მედიით გავრცებელუი სიტყვები.

ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ აშშ მზადაა ირანთან შეთანხმებისთვის, როდესაც თეირანი იქნება ამისთვის მზად და თქვა: „მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელი [ირანისთვის] გაწვდილია“.

ორმა ქვეყანამ ბირთვული მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი გამართა ივნისში უშუალოდ ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიან ომამდე, რომელსაც ვაშინგტონი შეუერთდა და დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები.

ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდა ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების საკითხი გამო. დასავლეთს სურს, თეირანმა უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე, რათა ძვერ შესძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. ამ მოთხოვნას თეირანი უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს