ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ ფეზეშქიანმა ხმების 53.3% მიიღო, მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილმა კი 44.3%.
საერთაშორისო მედია ირანის ახალ პრეზიდენტს რეფორმისტად მოიხსენიებს. მისი საიდ ჯალილი კი ცნობილია თავისი მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით.
71 წლის მასუდ ფეზეშქიანი კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის აკრიტიკებს ირანის „მორალის პოლიციას“ და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას.
როგორც BBC წერს, მასუდ ფეზეშქიანი ასევე ემხრობა დასავლურ ძალებთან „კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყებას“ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.