ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გაერო-ს წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები ომის გამოცხადებაა.
ამასთან, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გადაჭრას ეს საკითხი“ და აცხადებს, რომ თავდასხმა „ირანის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა“.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან, ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა. ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია