ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანზე დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანზე დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება

დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„მჯერა, რომ „მაქსიმალური ზეწოლა“ წარუმატებელი ექსპერიმენტია და მისი ხელახლა ცდა კიდევ ერთი მარცხით დასრულდება, როგორც ეს მისი პირველი ვადის დროს მოხდა“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია აღადგინა.
კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს ირანზე „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა“ სანქციების სერიის მეშვეობით განახორციელოს, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„იმედია, ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება მისი გამოყენება“, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.