ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის განახლებას გმობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის განახლებას გმობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის განახლებას გმობს.
არაღჩის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება რეგრესული და უპასუხისმგებლოა, რომელიც გლობალურ საფრთხეს ქმნის.
გამოქვეყნებულ განცხადებაში არაღჩიმ ვაშინგტონი „თავდაცვის დეპარტამენტის“ „ომის დეპარტამენტად“ გადაკეთების გამო გააკრიტიკა და აშშ-ს „ბირთვული იარაღის მქონე მოძალადე“ უწოდა.
„იგივე მოძალადე ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის დემონიზაციას ახდენს და ჩვენს დაცულ ბირთვულ ობიექტებზე შემდგომი დარტყმებით იმუქრება, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.