არქივი14 იანვარი, 2024, 09:11
ირანის პრეზიდენტი - პალესტინამ გაიმარჯვა და სიონისტური რეჟიმი და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ
ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელი და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ.
მისი მტკიცებით, პალესტინის საკითხი ისლამურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლამ შედეგი გამოიღო.
„ისრაელის წინააღმდეგ დაპირისპირებამ 2-დღიან, 22-დღიან, 33-დღიან და 100-დღიან ომებში იმოქმედა, პალესტინამ გაიმარჯვა და სიონისტური რეჟიმი და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ”, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.