ირანის პრეზიდენტი – მუდმივი ოკუპაცია ოკუპანტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და პალესტინელ ხალხს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს

პალესტინელებს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა.
„მუდმივი ოკუპაცია ოკუპანტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და პალესტინელ ხალხს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს“, – განაცხადა რაისმა.
ირანის პრეზიდენტმა თეირანში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისრაელი სამხედრო დანაშაულების ჩადენას საერთაშორისო ინსტიტუტების დუმილის ფონზე აგრძელებს.
„პალესტინის საკითხი მუსლიმი ერებისა და ყველა თავისუფალი ხალხის ცენტრალურ თემას წარმოადგენს. ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულებს საერთაშორისო ინსტიტუტების დუმილისა და წარუმატებლობის ფონზე სჩადის“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“