ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მთავარი მიზეზი აშშ-ის სანქციებია

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მთავარი მიზეზი აშშ-ის სანქციებია

ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს დაუკავშირა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მასუდ ფეზეშქიანის თქმით, სანქციებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ირანელი მოსახლეობის ცხოვრებაზე, ხოლო უზენაესი ლიდერის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია ირანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და ფართომასშტაბიან დაპირისპირებად აღიქმება.

ირანის ხალხი ცხოვრებაში გაჭირვებასა და სირთულეებს თუ აწყდება, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი ხნის მტრობა და აშშ-ს მთავრობისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული არაადამიანური სანქციებია. ჩვენი ქვეყნის უზენაესი ლიდრის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია ირანელი ხალხის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ტოლფასია, - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.