ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი - ირანს უფლება აქვს, აგრესორებს უპასუხოს

თეირანი მიესალმება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას, მაგრამ არ დაემორჩილება ზეწოლას და საერთაშორისო დებულებების შესაბამისად, უფლება აქვს უპასუხოს აგრესორებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ირანი მიესალმება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობის განვითარებას და ხაზს უსვამს პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას, მაგრამ არასოდეს დაემორჩილება ზეწოლას, სანქციებს, იძულებას და აგრესიას, უფრო მეტიც, საერთაშორისო დებულებების შესაბამისად, იგი თავის უფლებად მიიჩნევს, აგრესორებს უპასუხოს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ივლისის ბოლოს, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. ჰანიეს მკვლელობის შედეგ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, „შური იძიოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰანიეს მოწამებრივი მკვლელობისთვის“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.