ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი - ირანელმა ხალხმა ხელები უნდა ჩასჭიდოს ერთმანეთს და აგრესიას დაუპირისპირდეს - სრული უფლება გვაქვს, ვისარგებლოთ ბირთვული ენერგიით

ირანის პრეზიდენტი - ირანელმა ხალხმა ხელები უნდა ჩასჭიდოს ერთმანეთს და აგრესიას დაუპირისპირდეს - სრული უფლება გვაქვს, ვისარგებლოთ ბირთვული ენერგიით

ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანს სრული უფლება აქვს, ბირთვული ენერგიით ისარგებლოს.
„ირანელმა ხალხმა ხელები უნდა ჩასჭიდოს ერთმანეთს და მტკიცედ დაუპირისპირდეს ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვისარგებლოთ ბირთვული ენერგიით და ჩავატაროთ კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების ინტერესების უკეთესად მომსახურებას და მიზნების მიღწევას“, - განაცხადა პეზეშკიანმა.
მისი მტკიცებით, ირანი აგრესორი ქვეყანა არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.