ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი - თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი მტრის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი და სამწუხარო იქნება

ირანის პრეზიდენტი - თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი მტრის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი და სამწუხარო იქნება

ირანი ყოველთვის მშვიდობისა და სიწყნარისკენ ისწრაფოდა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება, ირანის პასუხი კიდევ უფრო მკაცრი იქნება.
„ამჟამინდელ ვითარებაში, თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერება და სიონისტი ტერორისტების ავანტიურების სამუდამოდ დასრულების საბოლოო გარანტიის უზრუნველყოფაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი მტრის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი და სამწუხარო იქნება“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ისრაელი ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.