ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავრობას რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავრობას რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია.
„შესაძლოა, რომ მიწოდება წარსულში მოხდა, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მას შემდეგ რაც მე თანამდებობა დავიკავე, რუსეთისთვის ასეთი გადაცემა არ მომხდარა“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის საპასუხოდ, აშშ-მა ირანის მთავარ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა.
რუსეთმა და ირანმა ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ მოწოდებაა, მიიღოთ საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან – ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს