ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ საშინელი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა“, – განუცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ჰორმოზგანის პროვინციის გუბერნატორმა, მოჰამად აშურიმ.
მოჰამედ აშურის ცნობით, ირანის პორტში, ბანდარ აბასში ხანძარი ჯერჯერობით სრულად ლიკვიდირებული არ არის.
შეგახსენებთ, ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში აფეთქება შაბათს, 26 აპრილს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პორტის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, აფეთქება ქიმიური მასალების საწყობში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ესკანდარ მომენიმ სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ აფეთქება „დაუდევრობამ გამოიწვია და დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან“.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში