არქივი14 მარტი, 2024, 11:40
“ირანის მოქალაქემ „ჰეროინი“ საქართველოში სხეულით შემოიტანა” – მედია
ირანის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრ. „ჰეროინი“ სხეულით შემოიტანა. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ირანის მოქალაქე ერთ-ერთია ცხრიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. დაკავებულთა შორის, 5 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ ერთ ბრალდებულის, ბელორუსის მოქალაქეს მარიხუანა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სახელდახელოდ მოწყობილ სათბურებში მოჰყავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.