ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ირანი რუსულ გამანადგურებლებს და ვერტმფრენებს შეიძენს

ირანი რუსულ გამანადგურებლებს და ვერტმფრენებს შეიძენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მეჰდი ფარაჰი ავრცელებს.
„ირანის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფებისთვის "სუ-35" გამანადგურებლების და "მი-28" ვერტმფრენების შეძენის გეგმები ფინალურ სტადიაზეა. ახლა მათი ირანისთვის გადმოცემის შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა მეჰდი ფარაჰიმ.
რუსული მხარე ირანისთვის გამადგურებლების გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ცნობისთვის, 2018 წელს ირანმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დიზაინის გამანადგურებელი Kowsar-ის წარმოებას იწყებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.