არქივი20 მაისი, 2024, 07:07
ირანის დროებითი პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდა - BBC
ირანი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამეინის თანხმობით, ირანის დროებითი პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, მოჰბერი ირანის პრეზიდენტის პოსტს 2 თვის განმავლობაში დაიკავებს.
ირანის კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.