პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე ჩავიდა

1
ირანის დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ამერიკულ მხარესთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანულ დელეგაციას ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაშია აგრეთვე ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამად ბაღერი ღალიბაფი.
ირანული მედია ისლამაბადში ირანული დელეგაციის ჩასვლას უარყოფს.
პაკისტანში ელოდებიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე იქნებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.