ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის აეროპორტებში ფრენები განახლდა

ირანის დედაქალაქ თეირანის აეროპორტებში დღეს დილიდან ფრენები განახლდა,. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
ნიდერლანდურმა გადამზიდავმა KLM-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს ფრენებს ირანისა და ისრაელის თავზე სიფრთხილის მიზნით. „ავსტრიის ავიახაზებმა“ და „ლუფთჰანზამ“ გამოაცხადეს, რომ თეირანის მიმართულებით და თეირანიდან ავიარეისებს 18 აპრილამდე წყვეტენ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი საჰაერო სივრცეები ხელახლა გახსნეს მას შემდეგ, რაც დროებით დახურეს შაბათს ღამით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.