ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზარდ ვართ, პასუხს გავცემთ – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ირანისგან მომავალი დარტყმისთვის მზად არის და თავდასხმას სათანადო პასუხს გასცემს.
“ბოლო წლებში, და უფრო მეტად ბოლო კვირებში, ირანისგან შესაძლო პირდაპირი დარტყმისთვის ემზადებოდა”. – ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეოში.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვითი სისტემები გამზადებულია და ნებისმიერი სცენარისთვის არიან მზად, როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის მხრივ.
ისრაელის პრემიერმა ასევე თქვა, რომ “მადლობელი ვართ -ს მხრიდან ისრაელის გვერდში დგომისთვის, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერისთვის”.
“მე დავამკვიდრე მკაფიო პრინციპი – ვინც გვატკენს, ჩვენც ვატკენთ. ჩვენ თავს ნებისმიერი საფრთხისგან დავიცავთ და ამას მშვიდად და მიზანდასახულად გავაკეთებთ”.
ვიდეო მიმართვის ბოლოს ნეთანიაჰუ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ისრაელის სარდლობის დირექტივებს მოუსმინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”