ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ჭეიშვილი: კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. თუ იქნება მანდ გადაცდომა...

ირაკლი ჭეიშვილი: კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. თუ იქნება მანდ გადაცდომა...
"რას გადაწყვეტს პროკურატურა დანაშაულის ნაწილში კიდევ დადგინდება დამატებით, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და პროკურატურის გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით დანაშაული არის თუ არა, ყველა ხედავს იმ კადრებში აბსოლუტურად.
[…] კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. არის გადაცდომა, თუ იქნება მანდ გადაცდომა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაბამისად, იქნება გამოძიებული." - თქვა ჟურნალისტებთან დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, "2 თვის განმავლობაში, რომ არ აკავებდით მოძალადე პოლიციელებს ამან წაახალისა თუ არა პოლიციელები?"
ჭეიშვილმა უპასუხა - "რა წახალისებაზე მელაპარაკებით, ერთი კონკრეტული შემთხვევა მოხდა, თუ არის გადაცდომა ამ შემთხვევაში, აუცილებლად დაისჯებიან. ერთი პოლიციელის დანაშაული ვერ იქნება პოლიტუკური პასუხისმგებლობა."
🔴 ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.
პროკურატურის დღევანდელი განცხადების მიხედვით, გორში ძალადობის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.