არქივი18 მაისი, 2026, 20:03
ირაკლი ჩომახაშვილი: მოვუწოდებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება, ბავშვებისთვის წამლის შეძენასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ...

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მოუწოდებს, გააკეთოს განცხადება დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით.
თუ აღნიშნული არ დაორგანიზდება, ჩვენ თავად ადვოკატების უმრავლესობა გავაკეთებთ შესაბამის განცხადებას.
ჩემი მხრიდან, ამ ეტაპზე, ასოციაციის პოლიტიკაში ჩაურევლობა, არ ნიშნავს იმას, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ამხელა მხარდაჭერა ჰაერში გაიფანტა", - წერს ის.
როგორც „პუბლიკასთან" საუბრისას განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი მუხრან ღურწკაია ამბობს, მისი ინფორმაციით, საბჭომ 17 მაისს განიხილა მათი განცხადება და არ დააკმაყოფილა.
„პუბლიკა" აღნიშნულ ინფორმაციას დამატებით დააზუსტებს საბჭოს წევრებთან.
როგორც ჩვენთან საუბრისას საბჭოს ერთ-ერთი წევრი ამბობს, სანამ სხდომის ოქმი არ გამოქვეყნდება, მანამდე მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.