ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა -ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. რამშტაინის ფორმატის 25-ე შეხვედრაზე ლოიდ ოსტინთან ერთად სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი . მათ უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის გადაუდებელ და გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელეს. -ის თავდაცვის მდივანმა უკრაინისთვის შემდგომი დახმარების პაკეტზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში ბოლოჯერ მონაწილეობს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა: თქვენ რომ რესტორნებში 1700წლის აღსანიშნავად ხორაგს დაახვავებთ და კონფერენციებზე “სიბრძნეს” გადმოღვრით 6 მილიონად შეფასებულს, დარწმუნებული იყავით, ცალი თვალითაც არ შემოიხედავს იქ მაცხოვარი!

რაჟდენ კუპრაშვილი ლევან ახობაძის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე – გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება