ირაკლი შოთაძე FBI-ს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილეს, პოლ აბატს შეხვდნენ.
ორმხრივ შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ირაკლი შოთაძემ პოლ აბატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოძიების ფედერალურ ბიურო საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებსა და პროკურორებს უწევს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე დახმარების აღმოჩენის, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ, თავის მხრივ, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს სათავო ოფისი დაათვალიერეს და სიღრმისეულად გაეცნენ ბიუროს მუშაობის სპეციფიკას, როგორც პროცედურული, ასევე ტექნოლოგიური კუთხით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებების პარაფირება, მათი შემდგომი ხელმოწერისა და რატიფიკაციის პირობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება