ირაკლი ყანდაშვილი – ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს – ყველა ვართ პროფესიის სამსახურში

მე ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაში ყველა ვართ პროფესიის სამსახურში, – ამის შესახებ ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, რომელიც პირველადი მონაცემების თანახმად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა.
როგორც მან აღნიშნა, თითოეული ადვოკატი ერთი დიდი ოჯახის ნაწილია.
„ერთი დიდი ოჯახია თითოეული ადვოკატი. მე ვერ ვხედავ აქ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაში ყველა ვართ პროფესიის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ადვოკატას, მზად ვარ, ვემსახუროთ პროფესიას და პროფესიის განვითარებაში მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ყანდაშვილმა.
შეგახსენებთ, პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.ამ დროისთვის, არსებული მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა – 1366.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”