ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ღარიბაშვილმა USAID-ის ადმინისტრატორის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ".
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში USAID-ის ორგანიზებით გაიმართა.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი, McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა.
დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.