ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში წინასაარჩევნო სამუშაო შეხვედრა გამართა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში წინასაარჩევნო სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რეგიონში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. პარტიის თავმჯდომარე პირადად გაეცნო შტაბების მუშაობის პროცესს და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაა. მისივე თქმით, დღეს ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება სჭირდება.
„დღეს ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში, შევხვდი ჩვენი გუნდის წევრებს, თითოეული შტაბის მუშაობას გავეცანი. თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. მჯერა, რომ კახეთი იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას. რა თქმა უნდა, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი მომხრეების, მხარდამჭერების იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი დაიდოს ყველა რეგიონში.
ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული იმის საჭიროება, თუ რა შედეგი უნდა დადგეს ამ არჩევნებით. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ არავითარი შანსი, პერსპექტივა ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას არ აქვს ამ არჩევნებში, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჩატარდეს მაქსიმალურად სამართლიან, თავისუფალ გარემოში, ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში მაქსიმალური შედეგების მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლერი ბარნაბიშვილი, რეგიონის დელეგატები, და დავით სონღულაშვილი და პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს