პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწუალს ულოცავს.

„ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! მაცხოვრის შობა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში გულწრფელი სიხარულით ვეგებებით და აღვნიშნავთ. იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს!“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.