არქივი30 აპრილი, 2024, 14:38
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროში.
„ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.