ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე – კარგი ანეკდოტია, არასერიოზული კაცისგან ნათქვამი საინტერესო არ არის – „ქართული ოცნება“, ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ – ომს, ნგრევას და უბედურებას

კარგი ანეკდოტია, არ ვიცი ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო. არასერიოზული კაცისგან ნათქვამი რაღაც სასაცილო შემოთავაზება არ არის საინტერესო, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რომმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვა პარტიის ბორდი შექმნას, მის თავმჯდომარედ თავად სააკაშვილის კანდიდატურა განიხილოს, ხოლო მოადგილედ, აირჩიოს.
ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების პერიოდისთვის პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, ახლა საქართველო აღარ იარსებებდა.
„ჩემთვის საინტერესოა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს სწორი მიმართულებით განვითარება და ეს გზა არ შეიცვალოს. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ დღეს ან გუშინ არ ყოფილიყო „ქართლი ოცნება“ ხელისუფლებაში, რომ ყოფილიყო უკრაინაში ომის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი , ან , ან ვინც არიან ეს გაუგებარი ადამიანები, დღეს ქვეყანა შეიძლება აღარ გვქონოდა, იმიტომ, რომ მთელი ძალით ქვეყანას შეიყვანდნენ ომში და დაანგრევდნენ ქვეყანას. ვიცი, რომ არ მოგწონთ ეს ნათქვამი რადიკალურ ოპოზიციას და ტელევიზიებს, მაგრამ „ქართული ოცნება“, ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევას და უბედურებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს