არქივი5 აპრილი, 2024, 18:09
ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს 13 აპრილს შეხვდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს მომდევნო შაბათს - 13 აპრილს შეხვდება.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.