ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე - დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს: საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე - დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს: საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ

ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, მის მიერ პარტიის დატოვების თაობაზე ტყუილი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
“ამ დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.