ირაკლი ღარიბაშვილი – „ენჯეოებს“ უნდა მოეხსნას ტაბუ, ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული არ უნდა იყოს – ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს, ეს ტრაგედიაა

კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ეს „ენჯეოები“ პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს – უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი დაფარული და დამალული ორგანიზაცია.
„რაც შეეხება „ენჯეოების“ მუშაობას და მათ ბუნებას. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს. ყოველ დღე მუშაობენ სახელმწიფოს ინტერესების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს. ეს ტრაგედიაა, მეგობრებო. ჩვენ ვიცით, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, თუ რა საქმიანობას ეწევიან. კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ეს „ენჯეოები“ პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს. ისინი თავად იყვნენ ჩართულები ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში. გახსოვთ, „სირცხვილია“, „ელგებეტე“ ორგანიზაციის, „ენჯეოს“ უკან ვინ იდგა, „ნაცმოძრაობა“ იდგა, მათი დამფინანსებლები ვინ იყვნენ და ასე შემდეგ. ლოგიკური კითხვებია და ამ „ენჯეოებმა“ უნდა გასცენ პასუხი. უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“. ეს ადამიანები, იგივე ეს „ენჯეოები“ წლების განმავლობაში კადრულობენ და თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, საპატრიარქოს, ყველას. როდესაც საზოგადოება და ჩვენ კითხვებს სვამთ, თურმე ეს მიუღებელია. ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? (ვიდეო)