ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ღარიბაშვილი „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირების ჩავარდნაზე - ესეც მორიგი საბოტაჟია - ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ქვეყნის ინტერესების გატარებით

ესეც მორიგი საბოტაჟია - ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ჩავარდნასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია პირდაპირ მტრობდა ქვეყანას.
„ესეც მორიგი საბოტაჟია. ოპოზიცია გახსოვთ ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის დროს, შემდეგ სტატუსის მინიჭების დროს როგორ იქცეოდა. პირდაპირ მტრობდა ქვეყანას. ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მიგვეღო ჯერ უვიზო რეჟიმი და სტატუსი. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.