ირაკლი ღარიბაშვილი – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა

ბატონი ს ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 7 მილიარდი ლარი იქნა გადახდილი ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში.
„ეხლა მინდა გადავიდე ჯანდაცვის მიმართულებით და მოკლედ შევეხები ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოებს და იმ ძირითად რეფორმებს რამაც მოიტანა კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2012 წლამდე მოგეხსენებათ, რომ არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვა და ასე ვთქვათ არსებობდა რაღაც პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 38 პროცენტს. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული განვავითარეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით უკვე დაფინანსებული არის პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა და 7 მილიარდი ლარი იქნა გადახდილი ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში, აი ეს არის კონკრეტული შედეგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე;
ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა 2023 წელს და 2024 წელში კიდევ უფრო გაიზრდება, მე მინდა შედარებისთვის გითხრათ, რომ 2012 წელს ჯიბიდან გადახდები მოქალაქეებს ქონდათ დაახლოებით 74 პროცენტამდე. 2022 წელს 30 პროცენტამდე შემცირდა მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც უკვე ავამოქმედეთ DRG მეთოდოლოგია, მოდელის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 10%-ამდეა შემცირებული, 74 პროცენტიდან 10 პროცენტამდე არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 200 ლარიან დახმარებას იღებს 200 ათასზე მეტი ბავშვი, ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 500 მილიონ ლარამდე; მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ კიდევ ბიუჯეტის ზრდას, როგორც კი გვექნება ამისი საშუალება”, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში.
„მნიშვნელოვანი იყო პენსიონერთა დახმარება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პენსიონერებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტები და 2024 წელს, მედიკამენტები იქნება უფასო იმ პენსიონერთათვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ასეთი არის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანია.
რეგულირებამ მედიკამენტების 45%-ით ნაკლებ ფასად შეძენის საშუალება მისცა ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი არის წამლის ხარისხის კონტროლი. ჩვენ წელს გავხსნეით პირველი სახელმწიფო ლაბორატორია და კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ამ მიმართულებითაც, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი მიეწოდოთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ სამინისტრომ საზღვარგარეთ საზღვარგარეთ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის. ეს პროცესი გაგრძლედება”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის