ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო პირველი განცხადებები იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის” მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს

ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო პირველი განცხადებები იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის” მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს
„ხალხის ძალის “ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციას ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ მმართველების ფონზე რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებზე გამარჯვების მინიმალური შანსიც არ აქვს.
„არ ვიცი, იგრძენით თუ არა, მე კი დავინახე – რამ შეაშინა აგენტოკრატების ლაქია-მარიონეტები, მთავრობის სათავეში ირაკლი კობახიძის გადანაცვლების სახით. ეს შიში და საკუთარი გეგმების მსხვრევა მათ ჯერ კიდევ წინ აქვთ, თანაც უკიდურესი გამძაფრების მიმართულებით.
დღეს კი ნათლად დავინახეთ ამ უსამშობლო და უიღბლო „პოლიტიკანების” რიგებში ახალი შიშებისა და გადარჩენის მინიმალური შანსის არარსებობის ნიშნები, ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო პირველი, ფართო განცხადებების შემდეგ. ეს იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის” მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს.
ერთი სიამოვნება იყო, ადგილმონაცვლეობის მიუხედავად, ახალ ამპლუაში, ორი თავდაჯერებული, შემტევი და მიზანმიმართული ირაკლის ნახვა. მათ ხელში და „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეთვალყურეობით, „მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურებს” რისი ან ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ 26 ოქტომბერს, სულ რომ ეუთო/ოდირის სრული შემადგენლობა ჩამოიყვანონ საქართველოში, ჩემთვის გაუგებარია…“, – წერს დავით ქართველიშვილი.
Next: : დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია და მათი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება