ირაკლი ქარქაშაძე Connect 2025-ზე British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა

ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმის Connect 2025-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ფლაგმანის British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრიტანული ავიაკომპანიის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყების ტექნიკურ დეტალებს. ასევე, მხარეებმა განიხილეს საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
“British Airways-თან, ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. შედეგად, 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com შესაძლებელია. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო