ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ქარსელაძე - 97-დან 89 ხიდი უკვე აშენებულია, 51-დან 50 გვირაბი გაჭრილია, გასახსნელად მზადაა ზესტაფონის შემოვლითი გზა, რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში - გზა, რომლითაც საქართველო შევა ევროპაში

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მზადაა გასახსნელად. გზა, რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, გზა, რომლითაც საქართველო შევა ევროპაში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრატული გზის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს აღმოსავლეთი და დასავლეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს.
„97-დან 89 ხიდი უკვე აშენებულია. 51-დან 50 გვირაბი უკვე გაჭრილია. დღეს, 9 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მზადაა გასახსნელად. გზა, რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, გზა, რომლითაც საქართველო შევა ევროპაში“,-აღნიშნა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.