ირაკლი ქადაგიშვილი: რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი წინასაარჩევნოდ მათთვის დამაზიანებელია

რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? – მიხვდნენ, რომ სა და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი წინასაარჩევნოდ მათთვის დამაზიანებელია! – ასე ეხმაურება სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნას უმრავლესობის დეპუტატი .
ქადაგიშვილის შეფასებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნა თაღლითური და სპეკულაციურია.
„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მოხდის საკითხები დამოკიდებულია პენიტენციურ სისტემაზე და კანონზე.
მათთვის პოლიტიკურად სააკაშვილიც კეთროვანი გახდა და „ნაციონალური მოძრაობაც“. აქედან გამომდინარე, ახლა გაითამაშა სწორედ ეს სცენარი – უნდა, ხალხში აზრი ჩამოყალიბდეს, რომ გახარია მკვეთრად გამიჯნულია „ნაციონალური მოძრაობისგან“. იგივე პოლიტიკის გატარებას ცდილობს „ლელო“. ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ ნავში, მათი დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილე იყო, დღეს ამ ნავიდან გადმოხტომას ცდილობენ. ამ განცხადებასაც ამიტომ აკეთებენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ