ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე – რა უნდათ, რა ელანდებათ? მიტინგი თუ უნდათ, ხელს არავინ შეუშლით, მაგრამ თუ სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი, კანონი პასუხს გასცემს – აბსურდულ ჟანრში გადის ხელისუფლების გადაბარებაზე მოთხოვნა

რა უნდათ, რა ელანდებათ [ოპოზიციას]? – მიტინგი თუ უნდათ, ამას ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ თუ სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი უნდათ, კანონი შესაბამისს პასუხს გასცემს – აბსურდულ ჟანრში გადის, მოთხოვნა ხელისუფლების გადაბარებაზე, არ ვიცი, რომელ ჟანრში წერია, „ხელისუფლება გადმოგვეცით, რომ მშვიდობიანად დაგამხოთო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს არჩევნები თავისი გზით ჩატარდება, აქციის მონაწილეები კი, თავის მიტინგს ჩაატარებენ.
„4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება. ასევე რუსთაველის გამზირზე იქნება იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვისაც არჩევნები არ უნდა. ამით, ყველაფერი დამთავრდება – არჩევნები თავისი გზით ჩატარდება, ისინი კი, თავის მიტინგს ჩაატარებენ. კანონდარღვევაზე რეაგირება იქნება. რა უნდათ, რა ელანდებათ? – მიტინგი თუ უნდათ, ამას ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ თუ სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი უნდათ, კანონი შესაბამისს პასუხს გასცემს. მათ ფანტაზიებს შესაბამისი პასუხი გაეცემა, თუ კანონს დაარღვევენ. საქართველოში მიტინგის ჩატარება არავის უკვირს. აბსურდულ ჟანრში გადის, მოთხოვნა ხელისუფლების გადაბარებაზე. არ ვიცი, რომელ ჟანრში წერია – “ხელისუფლება გადმოგვეცით, მშვიდობიანად დაგამხოთო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას