ირაკლი ქადაგიშვილი ივანიშვილის მოსკოვში არსებულ ქონებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით – შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებულ, რაღაც ძველი ქონების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან

რაღაცა საქმეს კერავენ, რადგან არანაირი შინაარსი იმაში, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინო, არ ჯდება ლოგიკაში. ეს არის „ფეიკ“ გარემოს შექმნა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ეკატერინე ხვედელიძის მოსკოვში მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ „ფეიკ“ გარემოს შექმნის მთავარი მიზანი, მმართველი პარტიის წევრების დასანქცირებაა.
„მიზანი უნდა იყოს რამენაირად ნათელი, რა ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ან მის ოჯახს რუსეთში მიწის ნაკვეთის შეძენის, რაღაცა ალოგიკურობასთან გვაქვს საქმე. აქ შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებულ, რაღაც ძველი ქონების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან. ეს ახლა ისეთივე თემაა, რომ ქოლცენტრებს კეზერაშვილი კი არა ივანიშვილის მართავს. რაღაცა საქმეს კერავენ, რადგან არანაირი შინაარსი იმაში, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინო, არ ჯდება ლოგიკაში. ეს არის „ფეიკ“ გარემოს შექმნა, ამ პროპაგანდისტული შემოტევებით, რა არის ეს მიზანი, რასაც ოპოზიცია თავის კურატორებთან ერთად იძახის, რომ იქნებ როგორმე დაგვასანქცირონ“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს