ირაკლი ქადაგიშვილი დავოსის ფორუმზე – როცა ეკონომიკაზეა საუბარი, იქ ლაპარაკობ ეკონომიკაზე – რუსეთზე, აგრესიაზე და ოკუპაციაზე ყველაფერი ნათქვამი გვაქვს

როცა ეკონომიკაზეა საუბარი, იქ ლაპარაკობ ეკონომიკაზე – რუსეთზე, აგრესიაზე და ოკუპაციაზე ყველაფერი ნათქვამი გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრის დავოსში სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დავოსის ფორუმზე ხელისუფლების მიზანია ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად წარმოაჩინოს.
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეხვდა პრემიერ-მინისტრი ფორუმის ფარგლებში დასავლელ ლიდერებს, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
„როცა არის ეკონომიკაზე საუბარი, იქ ლაპარაკობ ეკონომიკაზე. როცა ზოგად პოლიტიკაზე ან უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი, იქ ლაპარაკობ უსაფრთხოების საკითხებზე. რასაც თქვენ ცდილობთ, ამის მიზანია დაკნინდეს პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლება. ეძებთ, შეუსაბამო ადგილზე რაღაცის მოძებნა გინდათ. როცა საუბარია, რომ ქვეყანა წარმოაჩინო საინვესტიციოდ მიმზიდველ ადგილად და მთავრობის მეთაური საუბრობს ეკონომიკურ მიღწევებზე, სტაბილურობა როგორია ქვეყანაში და ბიზნეს-გარემო, ხართ უკმაყოფილო,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, თვლის თუ არა საჭიროდ, რომ დავოსში პრემიერ-მინისტრს ესაუბრა გამოწვევებზე, მათ შორის, რუსეთზე, რომელზეც ფორუმის ფარგლებში სხვა ლიდერებმა ისაუბრეს, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რუსეთზე ყველაფერი ნათქვამი აქვთ.
„ეს თქვენი უტრირებული საკითხები, თითქოს აბა, დაიგინე ახლა ესეა თუ არა… არ ვარ მაგ დონის კომენტარებისთვის აქ მოსული, რომ აბა, ის თქვი და ეს თქვი. ყველაფერი ნათქვამი გვაქვს რუსეთზეც და ყველაფერზე, აგრესიაზეც და ოკუპაციაზეც,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა