ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ქადაგიშვილი - ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი

ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი - ჯერ მათ გასცენ პასუხი სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოგზავნასთან დაკავშირებით უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კითხვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება შეაფასა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის და მკურნალობის კუთხით სრულყოფილად არის უზრუნველყოფილი.
როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშიც კი განგრძობითად აგრძელებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უკიდურესად დაზიანების პოლიტიკას.
"მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულყოფილი უზრუნველყოფა ჯანდაცვის და მკურნალობის კუთხით და ეს ყველაფერი მრავალჯერ სხვადასხვა ყველაზე კომპეტენტური სამედიცინო დასკვნებით და მისი ფაქტობრივი ჯანმრთელობის მდგომარეობით დადასტურებულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც ზოგადად, ჩვენი კანონის და ჩვენი ქვეყნის ჰუმანური მიდგომებით არის განპირობებული," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.