ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ელჩის პოზიციების მოსმენა, მისი ხედვები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ელჩის პოზიციების მოსმენა, მისი ხედვები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.
„როგორც მოგეხსნებათ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენიმე დღის წინ, ელჩთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასევე, ხაზგასმული იქნა ისიც, რომ ამ თანამშრომლობას სჭირდება ახალი იმპულსი, შემდგომი გაღრმავება და ახალ საფეხურზე აყვანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.