ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებმაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში კი, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან.
ქადაგიშვილი ამბობს იმასაც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკასთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ, დღეს კი მათთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა.
„ამიტომ პირდაპირ შემოდიან პოლიტიკაში. გადაკეთდებიან პოლიტიკურ პარტიებად. არასამთავრობო ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციებად დარჩება და იქნება ასეთი სიმბიოზი. სრული აღრევაა – ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაცია პირობითი ცნებაა. არასამთავრობო შეიძლება იყოს ის, ვინც მართლა სოციალურ საკითხებსა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მუშაობს. სხვა მხრივ, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, რომელთა ნაწილი ლეგალიზაციას განიცდის და პოლიტიკურ ველზე გადმოვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
“მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობა – “თავისუფლების მოედანი” დააფუძნა. მოძრაობის პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, მშვიდობის ხიდთან გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს