ირაკლი ფავლენიშვილი: ჯაფარას მე ყოველთვის პიროვნული თვისებებით გამოვყოფდი პოლიტიკურ სპექტრში

“ჯაფარას მე ყოველთვის პიროვნული თვისებებით გამოვყოფდი პოლიტიკურ სპექტრში.
ამ ვიდეოს გადაღება კარგად მახსოვს, ოპოზიციურ შეხვედრამდე სასტუმროს შესასვლელში მიუსაფარ ძაღლს ეფერებოდა, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით სოციალურ ქსელში მასალის დასადებად არა, გულწრფელად, მთელი გულით აკეთებდა ამას. გადავუღე ვიდეო ისე არც მითქვამს, ჩემთვის შევინახავთქო.
ამ ვიდეოშიც ჩანს ჯაფარას ხასიათი და ასევე იმ ვიდეოებშიც სპეცრაზმს რომ წინ უდგას, სახლთან დახვედრილ ზონდერებს რომ იგერიებს, მარტის აქციების დროს წინ წასვლისკენ რომ მოგვიწოდებს.
საბოლოოდ ვიცი რომ მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ.
ბოროტსა სძლია კეთილმან ✌️🇬🇪🇪🇺” – წერს სოციალურ ქსელში  „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია