ირაკლი ფავლენიშვილი – ძალიან ტრაგიკომიკურია, რომ მთელი ევროპის კონტინენტზე, ევროპული ღირებულებების დამცველად რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი

ძალიან ტრაგიკომიკურია, რომ მთელი ევროპის კონტინენტზე, ევროპული ღირებულებების დამცველად რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი – თურმე, ყველა ევროპულ დედაქალაქში უღალატეს ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს და მხოლოდ თბილისში შემორჩა ერთ კონკრეტულ ადამიანს ეს ღირებულებები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, თუ ვინმემ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ნებისმიერი ინსტიტუციის ნორმები, „ეს არის ივანიშვილის ბანდა“.
„ძალიან ტრაგიკომიკურია, რომ მთელი ევროპის კონტინენტზე, ევროპული ღირებულებების დამცველად რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი. მისი „პოსტების“ მიხედვით ასე გახლავთ. თურმე, ყველა ევროპულ დედაქალაქში უღალატეს ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს და მხოლოდ თბილისში შემორჩა ერთ კონკრეტულ ადამიანს, ივანიშვილის ბანდის წევრს ეს ღირებულებები. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად აღსაქმელი არ გახლავთ. თუ ვინმემ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ნებისმიერი ინსტიტუციის ნორმები, ეს არის ივანიშვილის ბანდა და ამიტომაც არის, რომ მას აქვს ისტორიულად უპრეცედენტოდ ცუდი შეფასებები ყველა ინსტიტუტის მიერ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის“.
მისი თქმით, თუ მათ ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურთ, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბრიუსელი დღეს აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა