ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ფაქტობრივად, სიკვდილამდე სცემეს და არავინაა დასჯილი - ვინ არის დამნაშავე ყველა ძალიან კარგად ხვდება

ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ფაქტობრივად, სიკვდილამდე სცემეს და არავინაა დასჯილი - ვინ არის დამნაშავე ყველა ძალიან კარგად ხვდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„შევაფასებ იმ წინა საარჩევნო კამპანიას, როდესაც ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ფაქტობრივად, სიკვდილამდე სცემეს და არავინ არ არის დასჯილი. მე შევაფასებ იმ წინა საარჩევნო კამპანიას, როდესაც ჩემს მეგობარს, თანამებრძოლის მამას გამთენიისას დაურეკეს და ინსულტი გადაიტანა ამ ადამიანმა, რადგან მისი შვილის სიკვდილით დაემუქრნენ. მე შევაფასებ იმ წინა საარჩევნო კამპანიას, მათ შორის, ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი სცემეს და დღემდე არ არის გამოძიებული. წინასაარჩევნო კამპანიაზე ვისაუბრებდი ამ კონტექსტში და ვინ არის დამნაშავე კარგად ხვდება ყველა“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.