– უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის

უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო წარმოდგენილია პოლიტიკური დუბლებით, „რაც ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს“.
„უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აქვე გამოჩნდა, რომ დღემდე ევროპაში, ევროპული ქვეყნების ლიდერებისთვის ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის, მოდერნიზაციის სიმბოლოდ არის და რჩება .
ასევე, გამოჩნდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან საზიანოა, იმის ნაცვლად, რომ იყოს მიუნხენის კონფერენციაზე, ადამიანი, რომელიც მთავარი ლობისტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ბოლო ათწლეულების მანძილზე, რომელიც არის გლობალური მასშტაბით ევროპის აღმოსავლეთით გაფართოების არქიტექტურის შემქმნელი და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ერთ-ერთი ამაღორძინებელი, მის ნაცვლად ფაქტობრივად, პოლიტიკური დუბლებით ვართ წარმოდგენილები ასეთ საერთაშორისო ფორუმებზე, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა