ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოს ხელისუფლება კრემლის დავალებას ასრულებს - მთავარი ინსტრუქციაა, მოვახდინოთ ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია

ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოს ხელისუფლება კრემლის დავალებას ასრულებს - მთავარი ინსტრუქციაა, მოვახდინოთ ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია

საქართველოს ხელისუფლება ასრულებს კრემლის დავალებას. მათი მთავარი ინსტრუქციაა, წარსულის გადაფასების დროს ჩვენ ვისაუბროთ არა დანაშაულზე, არა ოკუპაციაზე, არა ეთნოწმენდაზე, რომელიც რეალურად მოხდა, არამედ გაუგებარ დანაშაულებზე ორივე მხრიდან, - ამის შესახებ "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მთავარი ინსტრუქციაა, „მოვახდინოთ „ ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია“.
„პირდაპირ ვამბობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მთავარი ინსტრუქციაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია, იმ სუბიექტების დამოუკიდებლობა ვაღიაროთ, რომლებიც აბსოლუტურად არალეგიტიმურები არიან. ისინი წარმოადგენენ რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რეჟიმებს. წარსულის გადაფასების დროს ჩვენ ვისაუბროთ არა დანაშაულზე, ოკუპაციასა და ეთნოწმენდაზე, რომელიც რეალურად მოხდა, არამედ გაუგებარ დანაშაულებზე ორივე მხრიდან”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც ,,ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.